საერთაშორისო აკადემია ლოგოსი
  • სკოლის შესახებ
    • ლოგოსი
    • დირექტორის მიმართვა
    • მისია
  • მიღება
  • აკადემიური
    • სკოლამდელი განათლება
    • სასკოლო განათლება
    • საათობრივი ბადე
    • კურსები
  • სიახლეები
  • გალერეა
  • კონტაქტი

სკოლა ჰამილტონის დირექტორის, გია მურღულიას მიმართვა

2/12/2016

Comments

 
gia murgulia picture
ქალბატონებო და ბატონებო!
წარმოგიდგენთ სკოლა ჰამილტონს - ის 2016 წლის სექტემბრიდან ამოქმედდება თბილისში. მიღება ღიაა 2016-2017 სასწავლო წლისათვის.
 
სკოლა ჰამილტონი არის სასწავლო დაწესებულება, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვების მომზადებას რეალური ცხოვრებისათვის.
რას ვაკეთებთ ჩვენ საამისოდ?
ვქმნით საჭირო ინფრასტრუქტურასა და კეთილგანწყობილ გარემოს, რომელშიც მოსწავლეები თავისუფლად და ლაღად იგრძნობენ თავს.

ბავშვებს დახვდებათ პედაგოგთა შესანიშნავი გუნდი, რომელშიც შერწყმულია პროფესიონალიზმი და ახალგაზრდული ენთუზიაზმი.
​
მომზადებული გვაქვს მრავალფეროვანი სასწავლო და სააღმზრდელო პროგრამები, რომლებიც მუდმივად უზრუნველყოფენ მოსწავლეთა შემეცნებით მოტივაციას - ჩვენთან თქვენი შვილები არასდროს მოიწყენენ.

ჰამილტონის სკოლამ ძალიან ზუსტად იცის, რა არის საჭირო ბავშვების შეუფერხებელი განვითარებისა და წარმატებისთვის სწავლების ყოველ საფეხურზე - ჩვენ ვიზრუნებთ  არა მხოლოდ ინტელექტუალურ სრულყოფაზე, არამედ ღირებულებათა სისტემისა და მდგრადი ფსიქიკური ჯანმრთელობის ჩამოყალიბებაზე, რაც ადამიანს ღირსეულ პიროვნებად აქცევს.

ჰამილტონის მოსწავლეებს ექნებათ ისეთი სოციალური კულტურა, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს მკაფიოდ განსაზღვრონ, რა აკეთონ, რისთვის აკეთონ, როდის აკეთონ და როგორ აკეთონ. ჩვენ ბავშვებს შევთავაზებთ და ვასწავლით შექმნან ისეთი სამყარო, რომელშიც გვერდიგვერდ იქნება გონიერი ფიქრი, თანამგრძნობი გული და კეთილი საქმე.
სკოლა ჰამილტონის მოსწავლე ყოველთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ადამიანი იქნება სხვებისათვის.

ეს არ არის უბრალოდ კარგი განზრახვა - ჩვენ ყველაფერი გააზრებული და გათვლილი გვაქვს.

თქვენ გაქვთ დაკვეთა - დავეხმაროთ თქვენს შვილებს, იპოვონ საკუთარი თავი და შექმნან პიროვნული წარმატება.

ჩვენ შეგვიძლია ამ დაკვეთის ხარისხიანად შესრულება.
Comments

    ჰამილტონი

    ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის სკოლა

    არქივი

    October 2017
    May 2017
    March 2017
    February 2017
    December 2016
    April 2016
    March 2016
    February 2016

    Categories

    All
    Fab Lab
    განათლება
    გენერალური დირექტორი
    გია მურღულია
    გივი გუნცაძე
    დაწყებითი კლასები
    დირექტორი
    თავისუფალი განათლება
    მიმართვა მშობლებს
    სკოლამდელი აღზრდა
    სკოლა ჰამილტონი
    ღია კარის დღე
    ჯადოსნური ლაბორატორია

    RSS Feed

გამსახურდიას (პეკინის) გამზ. 34

2 37 63 03

  • სკოლის შესახებ
    • ლოგოსი
    • დირექტორის მიმართვა
    • მისია
  • მიღება
  • აკადემიური
    • სკოლამდელი განათლება
    • სასკოლო განათლება
    • საათობრივი ბადე
    • კურსები
  • სიახლეები
  • გალერეა
  • კონტაქტი