თბილისის კვირეულის ფარგლებში ჩვენი მოსწავლეები გაეცნენ დედაქალაქის დაარსების ისტორიას და შექმნეს სხვადასხვა პროექტი. ბევრი იფიქრეს რას შეცვლიდნენ თბილისის მერობა რომ შეეთავაზებინათ მათთვის. უმეტესობის სურვილი ეკოლოგიურ პროგრესს უკავშირდება - ჰაერის გაწმენდას, ხეების დარგვას, ნაგვისგან გათავისუფლებას… აი ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ფიქრობენ ჩვენი პატარები. წიგნიც კი შევქმენით! მეხუთე ბ კლასის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს დედაქალაქის დაარსებაზე შეგროვილი ინფორმაცია წიგნად აეკინძათ. მეორე ბ კლასმა კი ერთობლივი ძალისხმევით ლექსი მოუძღვნა მშობლიურ ქალაქს. ბოლოს კი გაიმართა კონცერტი, სადაც მთელმა სკოლამ მიიღო მონაწილეობა.
“ჰამილტონში” თბილისობას განსაკუთრებულად აღვნიშნავთ, მთელს კვირეულს ვუძღვნით
თბილისის კვირეულის ფარგლებში ჩვენი მოსწავლეები გაეცნენ დედაქალაქის დაარსების ისტორიას და შექმნეს სხვადასხვა პროექტი. ბევრი იფიქრეს რას შეცვლიდნენ თბილისის მერობა რომ შეეთავაზებინათ მათთვის. უმეტესობის სურვილი ეკოლოგიურ პროგრესს უკავშირდება - ჰაერის გაწმენდას, ხეების დარგვას, ნაგვისგან გათავისუფლებას… აი ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ფიქრობენ ჩვენი პატარები. წიგნიც კი შევქმენით! მეხუთე ბ კლასის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს დედაქალაქის დაარსებაზე შეგროვილი ინფორმაცია წიგნად აეკინძათ. მეორე ბ კლასმა კი ერთობლივი ძალისხმევით ლექსი მოუძღვნა მშობლიურ ქალაქს. ბოლოს კი გაიმართა კონცერტი, სადაც მთელმა სკოლამ მიიღო მონაწილეობა. სკოლა ,,ჰამილტონში“ სასწავლო წელი ტრადიციული თემატური კვირეულით დაიწყო. მოსწავლეებმა ტურისტული სააგენტოს მენეჯერის როლი მოირგეს და ზაფხულის შთაბეჭდილებები მრავალფეროვანი, საინტერესო რეკლამის სახით წარმოადგინეს. იმსჯელებს ბევრი მოგზაურობაზე, ისაუბრეს და გაიაზრეს უსაფრთხოების წესებიც. შედეგად დაამზადეს პოსტერები და სკოლის ტერიტორიაზე გამოფინეს. ტურიზმის კვირეულის ფარგლებში საუბარი მიმდინარეობდა სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო მოგზაურობის შესახებ. ლაშქრობის თემასაც შევეხეთ და ერთი მთლიანი დღე დაეთმო მისთვის სამზადისს. პატარებმა იზრუნეს მოლაშქრის აღჭურვილობის ოპტიმალური ვარიანტის შერჩევაზე. კვირეულის მეოთხე დღეს უმცროსკლასელებმა მონაწილეობა მიიღეს თვითმრინავით გაფრენის იმიტაციაში. უფროსკლასელებმა ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელს უმასპინძლეს, რომელმაც საინტერესო პრეზენტაცია წარადგინა და უპასუხა მოსწავლეების კითხვებს. კვირეულის დახურვის დღეს დასკვნითი ხასიათი ჰქონდა, ყველა კლასმა წამოადგინა ჯგუფური პრეზენტაცია მისთვის შერჩეული ქვეყნიდან. მომხიბვლელი და საინტერესო გამოდგა მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი: ყინულეთის, წყალქვეშა, წარსულის, სიზმარეთის, მომავლის, კოსმოსური და ზღაპრული ქვეყნები. ჰამილტონში გარემოს დაცვის კვირეული ჩატარდა. კვირეულის ფარგლებში სკოლაში ბევრი საინტერესო ღონისძიება დაიგეგმა და განხორციელდა. უპირველეს ყოვლისა, მასწავლებლებმა ბევრი ისაუბრეს ბავშვებთან გარემოს დაცვის შესახებ: რა აზიანებს გარემოს, როგორ გავუფრთხილდეთ მას, რა წესები უნდა დავიცვათ და გავითვალისწინოთ.
ბავშვებმა უყურეს საინტერესო ვიდეოებს და ნახეს თვალსაჩინო მასალები. თავადაც დაამზადეს პოსტერები გარემოს დაცვის შესახებ და საკლასო ოთახებთან გააკრეს. ბავშვებმა პლასტმასისა და პოლიეთილენის მასალისგან დაამზადეს მეორადი გამოყენების ლამაზი ნივთები, დაასუფთავეს კუს ტბის მიმდებარე ტერიოტორია, კვირის ბოლოს კი ყვავილები დარგეს ქოთნებში და სახლში წაიღეს. ,,ჰამილტონმა“ π რიცხვის დღისადმი მიძღვნილ ,,ევერესტის“ მათემატიკის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა.
ფესტივალი ძალიან ხალხმრავალი იყო, სადაც მონაწილეობდნენ სკოლები მთელი საქართველოდან. გონებამახვილი ბავშვები ერთი მაგიდიდიან მერეს აწყდებოდნენ საინტერესო ამოცანებისა და თავსატეხების ძიებაში. ბევრი ხალხი ირეოდა ჩვენს მაგიდასთანაც, რომელზედაც პატარა ,,ჰამილტონელები“ ჯადოსნურ კვადრატებს უვსებდნენ მოსწავლეებს. დიდი ინტერესი გამოიწვია ,,ჰამილტონის“ მაგიდასთან მდგარმა ვებერთელა სიერპინსკის პირამიდებმა საგაზაფხულო არდადეგები ,,ჰამილტონელებმა“ ბაკურიანში გაატარეს.
ბაკურიანის ბანაკის პროგრამა ძალიან მრავალფეროვანი იყო: ფიზიკურ აქტივობებთან ერთად, შემეცნებით ღონისძიებებსაც მოიცავდა. თხილამურებზე დგომა ყველამ ისწავლა. სრიალისას მათი ჟრიამული მთელს ბაკურიანს ახალისებდა. საღამოობით კი პრეზეტაციები, გასართობ-შემეცნებითი თამაშები ჰქონდათ. ბოლოს, სათხილამურო სახლის შეჯიბრში მიიღეს მონაწილეობა და საპრიზო ადგილიც შეხვდათ. ასე დიპლომებითა და მედლებით დაჯილდოვებულები დაგვიბრუნდნენ თბილისში დღეს კერძო სკოლა ,,ჰამილტონს” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - ალექსანდრე ჯეჯელავა ეწვია. იგი გაეცნო სკოლას, შეხვდა პატარა ,,ჰამილტონელებს“, რომლებთან ერთად სამახსოვრო ფოტოც გადაიღო.
მინისტრმა, სკოლის ადმინისტრაციასა და პედაგოგებთან ერთად, განიხილა კერძო სკოლების განვითარების გეგმა, ისაუბრა მათ ფუნქციასა და ხარისხიანი განათლების მნიშვნელობაზე. ასევე, საუბარი შეეხო კერძო და საჯარო სკოლებს შორის შესაძლო თანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე. ჰამილტონში დიდი ამბები ხდება!
პატარა ჰამილტონელებმა მშობლებს, მასწავლებლებს და ხელოვნების სხვა მოყვარულებს სპექტაკლი გაუმართეს. შეასრულეს ორი სპექტაკლი: ,,ჰამილტონელი მუსიკოსები" და ,,მელა და მისი მეგობრები". ცხოველების ფორმებში გამოწყობილმა ,,ჰამილტონელმა მუსიკოსებმა“ შეგვისრულეს სიმღერები ქართულ და ინგლისურ ენებზე. სპექტაკლებმა დიდი წარმატებით ჩაიარა. პატარა მსახიობები დამსწრე საზოგადოებამ ოვაციებით გააცილა კულისებისკენ. დღეს დილას სკოლაში მოსულ პატარა ჰამილტონელებს სიურპრიზი დახვდათ: საახალწლოდ მორთული სკოლა და კლასები. შაბათ-კვირას სკოლის დერეფანი მასწავლებლებმა მორთეს. დადგეს ულამაზესი ფუმფულა ნაძვის ხე, თავისი მბზინავი ბურთებით, ანგელოზებმა და ფიფქებმა დაამშვენეს კედლები და კარები. კლასების მორთვაზე კი მშობლებმა იზრუნეს, შეჯიბრიც კი გამოცხადდა, ვისი კლასიც ყველაზე ლამაზად იქნებოდა მორთული - დაჯილდოვდებოდა. უნდა აღვნიშნოთ, რომ მშობლები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვნენ ამ პაექრობაში, ერთმანეთზე უფრო მბზინავი და ბრწყინვალე გამოვიდა ოთახები, საახალწლო განწყობა სუფევს ყველა კლასში, სწავლის პროცესში და პატარების გაბრწყინებულ თვალებში დღეს „ჰამილტონს“ შესანიშნავი ქართველი კარიკატურისტები ზალიკო სულაკაური და კემო ეწვივნენ. 12 საათიდან სკოლაში ღიმილის დღესასწაული დაიწყო. ეს შეხვედრა კვირეულის „განსხვავებული ხუთი დღე“ ფარგლებში ჩატარდა.
ბავშვები დიდი ხალისითა და მხიარულებით ადევნებდნენ თვალს იმას, თუ როგორ ხატავდნენ მოწვეული მხატვრები მათი მეგობრების კარიკატურებს, როგორ იბადებოდა სასაცილო გამოსახულება მათ წინაშე. კედელი ნელ-ნელა ივსებოდა ნახატებით, რამაც, საბოლოოდ, შესანიშნავი გამოფენის სახე მიიღო. არანაკლებად იმხიარულეს უფროსებმაც, რომლებიც, ბავშვებთან ერთად, კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ ამ ქვეყნად ყველას და ყველაფერს შეიძლება მოეძებნოს ღიმილის მომგვრელი სახე. ორი საათის განმავლობაში არ შემწყდარა სახალისო განწყობა „ჰამილტონში“, რომელიც მუდმივად ცდილობს, ბავშვებისთვის ყოველი დღე აქტიური შემეცნების დრო იყოს. ჰამილტონში განსხვავებული დღეების კვირეული დაიწყო. მთელ კვირის განმავლობაში, პატარა ჰამილტონელებს ხუთი განსაკუთრებული დღე ელით, ბევრი საინტერესო აქტივობებითა და ღონისძიებებით, რომლის მთავარი მონაწილეები და შემოქმედები, ცხადია, თავად იქნებიან.
განსხვავებული კვირეულის პროგრამა ასეთია: ორშაბათი - ,,კულინარიის დღე“ სასადილოში თითოეული კლასი მათთვის შერჩეულ დროს მოამზადებს კერძს ან კერძებს, რომელსაც თავად დააგემოვნებენ. მოსწავლეებს დაეხმარებიან დამრიგებელი და კოორდინატორი. სამშაბათი - ,,თამაშის დღე“ ცხრილით გათვალისწინებული ყველა გაკვეთილი ჩატარდება მასწავლებლების მიერ დაგეგმილი საგაკვეთილო თემასთან დაკავშირებული სათამაშო აქტივობების გამოყენებით. თავისუფალ დროს გაეცნობიან ძველებურ ქართულ თამაშებს. შემოქმედებით საათზე დაამზადებენ საკუთარი ფანტაზიით მოფიქრებულ სამაგიდო თამაშს. ოთხშაბათი - ,,პოეზიის დღე“ ქართულის გაკვეთილზე ერთობლივად დაწერენ ,,აკროსტიქს“, შემოქმედებით საათზე წაიკითხავენ საყვარელ ლექსებს. ხუთშაბათი - ,,ღიმილის დღე“ შემოქმედებით საათზე მოყვებიან სასაცილო ისტორიებს. მოწვეული მხატვრები დახატავენ ბავშვების კარიკატურებს. პარასკევი - ,,განსხვავებული ვარცხნილობის დღე“ გამოცხადდებიან საინტერესო ვარცხნილობით, ჩატარდება კვირეულის დახურვა და ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოება. |
ჰამილტონიამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის სკოლა არქივი
October 2017
Categories
All
|