საერთაშორისო აკადემია ლოგოსი
  • სკოლის შესახებ
    • ლოგოსი
    • დირექტორის მიმართვა
    • მისია
  • მიღება
  • აკადემიური
    • სკოლამდელი განათლება
    • სასკოლო განათლება
    • საათობრივი ბადე
    • კურსები
  • სიახლეები
  • გალერეა
  • კონტაქტი

საშობაო სპექტაკლები ჰამილტონში

12/28/2016

Comments

 
ჰამილტონში დიდი ამბები ხდება!
​
პატარა ჰამილტონელებმა მშობლებს, მასწავლებლებს და ხელოვნების სხვა მოყვარულებს სპექტაკლი გაუმართეს. 
შეასრულეს ორი სპექტაკლი: ,,ჰამილტონელი მუსიკოსები" და ,,მელა და მისი მეგობრები".
ცხოველების ფორმებში გამოწყობილმა ,,ჰამილტონელმა მუსიკოსებმა“ შეგვისრულეს სიმღერები ქართულ და ინგლისურ ენებზე.
სპექტაკლებმა დიდი წარმატებით ჩაიარა. პატარა მსახიობები დამსწრე საზოგადოებამ ოვაციებით გააცილა კულისებისკენ.
Picture
Comments

საახალწლოდ მორთული ჰამილტონი

12/12/2016

Comments

 
 
დღეს დილას სკოლაში მოსულ პატარა ჰამილტონელებს სიურპრიზი დახვდათ: საახალწლოდ მორთული სკოლა და კლასები.

შაბათ-კვირას სკოლის დერეფანი მასწავლებლებმა მორთეს. დადგეს ულამაზესი ფუმფულა ნაძვის ხე, თავისი მბზინავი ბურთებით, ანგელოზებმა და ფიფქებმა დაამშვენეს კედლები და კარები.

კლასების მორთვაზე კი მშობლებმა იზრუნეს, შეჯიბრიც კი გამოცხადდა, ვისი კლასიც ყველაზე ლამაზად იქნებოდა მორთული - დაჯილდოვდებოდა. უნდა აღვნიშნოთ, რომ მშობლები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვნენ ამ პაექრობაში, ერთმანეთზე უფრო მბზინავი და ბრწყინვალე გამოვიდა ოთახები, საახალწლო განწყობა სუფევს ყველა კლასში, სწავლის პროცესში და პატარების გაბრწყინებულ თვალებში 
Picture
Comments

ღიმილის დღე ჰამილტონში

12/9/2016

Comments

 
დღეს „ჰამილტონს“ შესანიშნავი ქართველი კარიკატურისტები ზალიკო სულაკაური და კემო ეწვივნენ. 12 საათიდან სკოლაში ღიმილის დღესასწაული დაიწყო. ეს შეხვედრა კვირეულის „განსხვავებული ხუთი დღე“ ფარგლებში ჩატარდა.

ბავშვები დიდი ხალისითა და მხი
არულებით ადევნებდნენ თვალს იმას, თუ როგორ ხატავდნენ მოწვეული მხატვრები მათი მეგობრების კარიკატურებს, როგორ იბადებოდა სასაცილო გამოსახულება მათ წინაშე. კედელი ნელ-ნელა ივსებოდა ნახატებით, რამაც, საბოლოოდ, შესანიშნავი გამოფენის სახე მიიღო.

არანაკლებად იმხიარულეს უფროსებმაც, რომლებიც, ბავშვებთან ერთად, კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ ამ ქვეყნად ყველას და ყველაფერს შეიძლება მოეძებნოს ღიმილის მომგვრელი სახე.

ორი საათის განმავლობაში არ შემწყდარა სახალისო განწყობა „ჰამილტონში“, რომელიც მუდმივად ცდილობს, ბავშვებისთვის ყოველი დღე აქტიური შემეცნების დრო იყოს.
​

Picture
Comments

განსხვავებული დღეების კვირეული

12/6/2016

Comments

 
ჰამილტონში განსხვავებული დღეების კვირეული დაიწყო. მთელ კვირის განმავლობაში, პატარა ჰამილტონელებს ხუთი განსაკუთრებული დღე ელით, ბევრი საინტერესო აქტივობებითა და ღონისძიებებით, რომლის მთავარი მონაწილეები და შემოქმედები, ცხადია, თავად იქნებიან.

განსხვავებული კვირეულის პროგრამა ასეთია:

ორშაბათი  -  ,,კულინარიის დღე“   სასადილოში   თითოეული კლასი მათთვის შერჩეულ დროს მოამზადებს კერძს ან კერძებს, რომელსაც თავად  დააგემოვნებენ.  მოსწავლეებს დაეხმარებიან დამრიგებელი და კოორდინატორი.

სამშაბათი  - ,,თამაშის დღე“  ცხრილით გათვალისწინებული ყველა გაკვეთილი ჩატარდება მასწავლებლების მიერ დაგეგმილი საგაკვეთილო თემასთან დაკავშირებული  სათამაშო  აქტივობების   გამოყენებით.  თავისუფალ დროს  გაეცნობიან  ძველებურ  ქართულ თამაშებს. შემოქმედებით საათზე დაამზადებენ საკუთარი ფანტაზიით მოფიქრებულ სამაგიდო თამაშს.

ოთხშაბათი -  ,,პოეზიის დღე“   ქართულის გაკვეთილზე ერთობლივად  დაწერენ ,,აკროსტიქს“, შემოქმედებით საათზე  წაიკითხავენ საყვარელ ლექსებს.

ხუთშაბათი -  ,,ღიმილის დღე“  შემოქმედებით საათზე მოყვებიან  სასაცილო ისტორიებს. მოწვეული მხატვრები დახატავენ ბავშვების  კარიკატურებს.
​
პარასკევი -  ,,განსხვავებული ვარცხნილობის დღე“  გამოცხადდებიან საინტერესო ვარცხნილობით, ჩატარდება კვირეულის დახურვა და ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოება. 
Comments

    ჰამილტონი

    ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის სკოლა

    არქივი

    October 2017
    May 2017
    March 2017
    February 2017
    December 2016
    April 2016
    March 2016
    February 2016

    Categories

    All
    Fab Lab
    განათლება
    გენერალური დირექტორი
    გია მურღულია
    გივი გუნცაძე
    დაწყებითი კლასები
    დირექტორი
    თავისუფალი განათლება
    მიმართვა მშობლებს
    სკოლამდელი აღზრდა
    სკოლა ჰამილტონი
    ღია კარის დღე
    ჯადოსნური ლაბორატორია

    RSS Feed

გამსახურდიას (პეკინის) გამზ. 34

2 37 63 03

  • სკოლის შესახებ
    • ლოგოსი
    • დირექტორის მიმართვა
    • მისია
  • მიღება
  • აკადემიური
    • სკოლამდელი განათლება
    • სასკოლო განათლება
    • საათობრივი ბადე
    • კურსები
  • სიახლეები
  • გალერეა
  • კონტაქტი