საერთაშორისო აკადემია ლოგოსი
სასწავლებლად მიიღებიან I კლასიდან XI კლასის ჩათვლით.
საერთაშორისო აკადემია ლოგოსი მოსწავლეებს სთავაზობს ხარისხიან განათლებას. ხარისხიანი განათლება გულისხმობს, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც მიზნად დაისახავს ცხოვრებისეული უნარების განვითარებას, მოამზადებს მოსწავლეებს განათლების შემდგომი ეტაპებისათვის, აუმაღლებს დამოუკიდებლობის ხარისხს და ჩამოაყალიბებს მათ თავისუფალ ადამიანებად, რომელთაც შეუძლიათ იარსებონ სხვადასხვა სოციალურ გარემოში და იყვნენ წარმატებულები.

მიზნები:
- მოსწავლეებს შეუქმნას სიცოცხლით აღსავსე და ხალისიანი გარემო
- მოსწავლეებს განუვითაროს გარე სამყაროსთან ურთიერთობის, ემპათიის, დამოუკიდებლად აზროვნებისა და თვითკრიტიკის უნარები
- აღზარდოს სიცოცხლის მოყვარული, ჯანსაღი, თავისუფალი, აკადემიურად წარმატებული და საზოგადოებრივად აქტიური პიროვნება
- მოსწავლეები აფასებდნენ და ესმოდეთ განათლების მნიშვნელობა
პროგრამა მოიცავს:
- გაღრმავებულ სწავლებას ყველა საგანში
- შემეცნებით-გასართობ სასწავლო პროგრამებს
- პიროვნული განვითარების საათებს
- სპორტულ აქტივობებს
- ცხოვრებისეული უნარების განმავითარებელ პრაქტიკულ სავარჯიშოებს
- კვებას
საერთაშორისო აკადემია ლოგოსის 2023-2024 სასწავლო წლის ღირებულება არის 3100$ წელიწადში დაწყებით კლასებში, 4200$ წელიწადში VII და VIII კლასებში და 5200$ წელიწადში IX კლასიდან XII კლასის ჩათვლით.