სკოლა „ლოგოსი“ დაარსდა 2010 წელს. სკოლის გახსნის იდეა ეკუთვნოდა გიორგი ჩავლეიშვილს, რომელმაც განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღო. მან დაამთავრა ვირჯინიის Saint Anne’s Belfild – ის უმაღლესი სკოლა და ჰამილტონის (Hamilton) “Liberal Arts” უნივერსიტეტი. საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებასა და სწავლების მეთოდოლოგიის ძირითადი პრინციპების განსაზღვრაში მონაწილეობა მიიღეს გია მურღულიამ, ბარბარა ჯიმელი-სულაშვილმა, ქეთევან ბაცანკალაშვილმა და ირინა შარაბიძემ. სკოლას დიდი დახმარება გაუწიეს მრჩეველთა საბჭოს წევრებმა: ფსიქოლგიურ მეცნერებათა დოქტორმა ნინო გოგიჩაძემ; ჰამილტონის უნივერსიტეტის პროფესორებმა ტოდ ფრენკლინმა და ბარბარა ჰაისელმა; ჰამილტონის უნივერსიტეტის ფინანსური დეპარტამენტის ერთ-ერთმა დირექტორმა ჯონ ჰაისელმა და HEOP – ის ნიუ-ორკის შტატის ფილიალის დირექტორმა ფილის ბრელანდმა.
„ლოგოსი“ წევრია რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციისა: NACAC – National Association of College Admission Counselors; College Board; Common Application. სკოლის პარტნიორები არიან: American University of Rome, Saint Anne’s-Belfield School და Princeton Review.
სკოლის აკადემიური პროგრამა მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მას ემატება საერთაშორისო ტესტები SAT და TOEFL . ასეთი სასწავლო პროგრამა სკოლის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს სწავლა გააგრძელონ როგორც საქართველოში, ასევე, ევროპისა და ამერიკის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში. მათ ძალიან ეხმარება College Counseling -ის კურსი, რომელიც მოიცავს დახმარებას:
სკოლის წარმატებას განაპირობებენ მაღალკვალიფიციური თანამშრომლები და ქართველი და უცხოეთიდან მოწვეული პედაგოგები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ სკოლის წარმატებისათვის.

- ევროპასა და ამერიკაში უნივერსიტეტის შერჩევაში;
- დაფინანსების მოპოვებაში;
- სასურველ უნივერსიტეტთან კონტაქტის დამყარებაში;
- შესაბამისი განაცხადებისა და დოკუმენტაციის მომზადება-გაგზავნაში.