საერთაშორისო აკადემია ლოგოსი
  • სკოლის შესახებ
    • ლოგოსი
    • დირექტორის მიმართვა
    • მისია
  • მიღება
  • აკადემიური
    • სკოლამდელი განათლება
    • სასკოლო განათლება
    • საათობრივი ბადე
    • კურსები
  • სიახლეები
  • გალერეა
  • კონტაქტი

საგნების განმარტება


English and History - საგანი ისწავლება V-VII კლასებში, კვირაში 2 საათი. ინგლისური ენისა და ისტორიის ინტეგრირებული კურსის საგანმანათლებლო მიზანია, განუვითაროს მოსწავლეს ლინგვისტური უნარები შინაარსზე დაფუძნებული სწავლების პრინციპებით. კურსის ფარგლებში განხორცილდება ცნობილი ისტორიული ფაქტებისა და წყაროების ინგლისურ ენაზე მოძიება, შესწავლა და ანალიზი. მომზადდება ისტორიული პროექტები და პრეზენტაციები ინგლისურ ენაზე.
​
Practical English (ინგლისური ენის პრაქტიკული გამოყენება) - საგანი ისწავლება  II-IV კლასებში, კვირაში 1 საათი. კურსის საგანმანათლებლო მიზანია აღჭურვოს მოსწავლე საბაზისო ცოდნით, ჩამოუყალიბოს სწორი გამოთქმა, გაუმდიდროს/განუმტკიცოს ლექსიკური მარაგი, რაც მას ხელს შეუწყობს გაიკვალოს გზა თანამედროვე ცხოვრებაში. კურსი მოსწავლეს განუვითარებს ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარს უცხოურ ენაზე ყოველდღიურ ყოფით სიტუაციებში.
 
პროგრამირება:  ისწავლება  I-VI კლასებში, კვირაში 1 საათი (პირველ კლასში ისწავლება მე-2 სემესტრიდან)
პროგრამირება დაწყებითი კლასებისათვის - კურსის ფარგლებში მოსწავლეები პირველივე კლასიდან დაეუფლებიან პროგრამირების საფუძვლებს შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფისათვის ადაპტირებული მასალისა და სავარჯიშოების გამოყენებით. პროგრამიერება თანამედროვე სამყაროს ენაა და უკვე ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში წამყვანი როლი უჭირავს. აღნიშნული ტენდენცია გაგრძელდება და ჩვენი მიზანია ჰამილტონის მოსწავლეები გაიზარდონ თანამედროვე სამყაროს შვილებად, რომელთაც აქვთ ცოდნა და შესაძლებლობა მიაღწიონ წარმატებას. აღნიშნული კურსი ასევე ხელს შეუწყობს ძალზე მნიშვნელოვანი ლოგიკური აზროვნებისა და მსჯელობის უნარის განვითარებას.
 
ინფორმატიკა - ისწავლება  II-IV კლასებში, კვირაში 1 საათი.
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლების მიზნები:
  • კომპიუტერული ტენოლოგიების ცოდნის ფორმირება საბაზისო დონეზე;
  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესწავლა;
  • ოპერაციული სისტემა MS Windows შესწავლა;
  • სხვადასხვა გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფის შესწავლა;
  • ისტ-ის დისციპლინის, როგორც ყოველდღიური ცხოვრების აუცილებელი შემადგენელი კომპონენტის გათავისება;
  • ისტ-ის დახმარებით სხვა სასწავლო საგნების უფრო ადვილად და ინტერესით ათვისება;
  • ისტ-ის შემადგენელ საშუალებებთან მუშაობის უნარ-ჩვევების დაუფლება;
  • შემეცნებითი, ინტელექტუალური და ნოვაციური უნარების განვითარება;
  • კონკრეტული ამოცანის გადსაწყვეტად აუცილებელი ინფორმაციის მოძიება, ფილტრაცია, დახარისხება და ოპტიმალური ვიზუალური ფორმის მიცემა;
  • მოძიებული ინფორმაციის გამოყენებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის გამოყენების სამართლებრივი და ეთიკური ასპექტები;
  • ისტ-ის გამოყენება როგორც ინდივიდუალურ, აგრეთვე კოლექტიურ სამუშაო პროცესში;
  • სხვადასხვა სასწავლო დისციპლინებს შორის კავშირების ხელშეწყობა;
  • სასწავლო გარემოს გამრავალფეროვნების ხარჯზე მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის დონის ამაღლება;
  • ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.
 
რობოტიკა - ისწავლება  VII  კლასში, კვირაში 2 საათი. მოსწავლეები პრაქტიკულ სამუშაოებს შეასრულებენ მე-2 სემესტრიდან.
პატარა გამომგონებლები შეისწავლიან რობოტიკას, შექმნიან საინტერესო ჯგუფურ და ინდივიდუალურ პროექტებს სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიაში.
რობოტიკის კურსში მოსწავლეები შეისწავლიან თანამედროვე ტექნოლოგიებს ელ. ინჟინერიაში. მიკროკონტროლერების მართვას, პასიური და აქტიური კომპონენტებით წრედების შექმნას და სხვა.
 
ფსიქოლოგის საათი - ჩატარდება I კლასში, კვირაში 1 საათი. ფსიქოლოგის საათი დაეთმობა მოსწავლეთა გაცნობის, ჯგუფის შეკვრისა და სასწავლო გარემოსთან ადაპტაციის სავარჯიშოებს.
 
კარატე - ისწავლება  I-VI კლასებში, კვირაში 1 საათი. კურსის მიზანია მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, დისციპლინის ხარისხის ამაღლება, აღმოსავლური ორთაბრძოლების შესახებ წარმოდგენის გაფართოება და თავდაცვითი ინსტინქტების გამომუშავება.

მსოფლიო ლიტერატურა - ისწავლება  VII-VIII-IX კლასში, კვირაში 1 საათი.
მსოფლიო ლიტერატურის მოკლე მიმოხილვითი კურსის მიზანია მოსწავლეებს გააცნოს ლიტერატურის ისტორიის თვალსაჩინო წარმომადგენელთა შემოქმედების ცალკეული ნიმუშები, რათა, ერთი მხრივ, გააღვივოს ინტერესი ხელოვნების ამ დარგის მიმართ, მეორე მხრივ კი, განავითაროს ლიტერატურის აღქმისა და გააზრების კულტურა და შესაბამისი გემოვნება.
 
ჭადრაკი - I-VI კლასებში, კვირაში 1 საათი. ჭადრაკის თამაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს მოსწავლის კოგნიტური უნარების განვითარებაში. ჭადრაკი ავარჯიშებს ტვინის ორივე ნახევარსფეროს და ხელს უწყობს ისეთი უნარების გამომუშავებას, როგორებიცაა ლოგიკური აზროვნების, პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარები.  

ლოგიკა (ცხოვრებისეული უნარები) - კურსის სწავლების მიზანია ბავშვში განავითაროს ყოველდღიური ცხოვრების მოთხოვნების წარმატებით გადაჭრის უნარები. ბავშვი, რომელიც ფლობს ცხოვრებისეულ უნარ-ჩვევებს, შესძლებს: საკუთარი ემოციებისა და ქცევის მართვას, კონფლიქტების თავიდან აცილებასა და მათი მოლაპარაკების გზით გადაჭრას, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას, უსაფრთხოების წესების დაცვას, საკუთარი თავისა და სხვა ადამიანების პატივისცემას, ურთიერთობის დამყარებასა და თანამშრომლობას, სხვების თანაგრძნობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას, მტკიცე სამოქალაქო და მორალური პოზიციის ჩამოყალიბებასა და ინფორმაციის მართვას.
ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების სწავლება ხელს შეუწყობს:
  • კომუნიკაციის, ჯგუფში მუშაობის, გადაწყვეტილებების მიღების და გარისკვის უნარების ჩამოყალიბებას;
  • კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებას;  
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარების გამომუშავებას.

ჯადოსნური ლაბორატორია - St. Anne's Belfield School (STAB)-ის მიერ შექმნილი პროგრამა ჩატარდება ყოველ პარასკევს.  ამ დროს, პედაგოგთა მეთვალყურეობით მოსწავლეებს აქვთ საშუალება, ისწავლონ ის, რაც თავად სურთ და აღმოაჩინონ საკუთარი გატაცებები. პროექტის მიზანია მოსწავლისთვის დამოუკიდებლად მუშაობის საშუალების მიცემა, რათა მათ თავად შეძლონ საკითხების დასმა და ამოცანების გადაჭრა.
ჯადოსნური ლაბორატორია მოსწავლეებს უვითარებს მნიშვნელოვან უნარებს:
  • რესურსების განაწილება
  • დროის მართვა
  • სასწავლო პროცესში ინიციატივის გამოხატვა
  • შეკითხვების დასმა
  • პრობლემების გადაჭრა
  • ჯგუფური მუშაობა
  • აკადემიური ცნობისმოყვარეობა
  • ინტელექტუალური კვლევა
გთხოვთ, იხილოთ STAB-ის ვიდეო.

რიტმიკა - რიტმიკის კურსი მოიცავს ქართული ცეკვებისა და რიტმული ვარჯიშების სწავლებას მოსწავლეთა ნატიფი მოტორიკის განვითარებისა და  სხეულის უკეთ ფლობის მიზნით. მოსწავლეები გაეცნობიან ქორეოგრაფიის წარმოშობის საფუძვლებსა და ქართული ხალხური ცეკვების მოკლე ისტორიის საკითხებს. კურსის შედეგად, მათ  ჩამოუყალიბდებათ ინტერესი და სიყვარული სასცენო ხელოვნების მიმართ.

შემოქმედებითი საათები - ეს საათები დაეთმობა კვირის განმავლობაში გავლილი მასალის ათვისებას. შემოქმედებითი საათების დროს მოსწავლეები განახორციელებენ სახალისო-შემეცნებით პროექტებს ლიტერატურის, მათემატიკის, ხელოვნებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნებში. 


გამსახურდიას (პეკინის) გამზ. 34

2 37 63 03

  • სკოლის შესახებ
    • ლოგოსი
    • დირექტორის მიმართვა
    • მისია
  • მიღება
  • აკადემიური
    • სკოლამდელი განათლება
    • სასკოლო განათლება
    • საათობრივი ბადე
    • კურსები
  • სიახლეები
  • გალერეა
  • კონტაქტი