საერთაშორისო აკადემია ლოგოსი
  • სკოლის შესახებ
    • ლოგოსი
    • დირექტორის მიმართვა
    • მისია
  • მიღება
  • აკადემიური
    • სკოლამდელი განათლება
    • სასკოლო განათლება
    • საათობრივი ბადე
    • კურსები
  • სიახლეები
  • გალერეა
  • კონტაქტი

თბილისიობის კვირეული “ჰამილტონში”

10/13/2017

Comments

 
“ჰამილტონში” თბილისობას განსაკუთრებულად აღვნიშნავთ, მთელს კვირეულს ვუძღვნით
თბილისის კვირეულის ფარგლებში ჩვენი მოსწავლეები გაეცნენ დედაქალაქის დაარსების ისტორიას და შექმნეს სხვადასხვა პროექტი. ბევრი იფიქრეს რას შეცვლიდნენ თბილისის მერობა რომ შეეთავაზებინათ მათთვის. უმეტესობის სურვილი ეკოლოგიურ პროგრესს უკავშირდება - ჰაერის გაწმენდას, ხეების დარგვას, ნაგვისგან გათავისუფლებას… აი ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ფიქრობენ ჩვენი პატარები. წიგნიც კი შევქმენით! მეხუთე ბ კლასის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს დედაქალაქის დაარსებაზე შეგროვილი ინფორმაცია წიგნად აეკინძათ. მეორე ბ კლასმა კი ერთობლივი ძალისხმევით ლექსი მოუძღვნა მშობლიურ ქალაქს. ბოლოს კი გაიმართა კონცერტი, სადაც მთელმა სკოლამ მიიღო მონაწილეობა.

Picture
Comments

ტურიზმის კვირეული “ჰამილტონში

10/6/2017

Comments

 

სკოლა ,,ჰამილტონში“  სასწავლო წელი ტრადიციული თემატური კვირეულით დაიწყო. მოსწავლეებმა ტურისტული სააგენტოს მენეჯერის როლი მოირგეს და ზაფხულის შთაბეჭდილებები მრავალფეროვანი, საინტერესო  რეკლამის  სახით  წარმოადგინეს.  იმსჯელებს ბევრი მოგზაურობაზე, ისაუბრეს და გაიაზრეს უსაფრთხოების წესებიც. შედეგად დაამზადეს პოსტერები და სკოლის ტერიტორიაზე გამოფინეს.  
ტურიზმის კვირეულის ფარგლებში საუბარი მიმდინარეობდა სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო  მოგზაურობის შესახებ. ლაშქრობის თემასაც შევეხეთ და ერთი მთლიანი დღე დაეთმო მისთვის სამზადისს. პატარებმა იზრუნეს მოლაშქრის აღჭურვილობის ოპტიმალური ვარიანტის შერჩევაზე.
კვირეულის მეოთხე დღეს უმცროსკლასელებმა მონაწილეობა მიიღეს თვითმრინავით გაფრენის იმიტაციაში.  უფროსკლასელებმა ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელს უმასპინძლეს, რომელმაც საინტერესო პრეზენტაცია წარადგინა  და უპასუხა მოსწავლეების კითხვებს. კვირეულის დახურვის დღეს დასკვნითი ხასიათი ჰქონდა, ყველა კლასმა წამოადგინა  ჯგუფური პრეზენტაცია მისთვის  შერჩეული ქვეყნიდან. მომხიბვლელი და საინტერესო გამოდგა მოსწავლეების მიერ  წარმოდგენილი:  ყინულეთის, წყალქვეშა, წარსულის, სიზმარეთის, მომავლის, კოსმოსური და ზღაპრული ქვეყნები.


​
Picture
Comments

    ჰამილტონი

    ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის სკოლა

    არქივი

    October 2017
    May 2017
    March 2017
    February 2017
    December 2016
    April 2016
    March 2016
    February 2016

    Categories

    All
    Fab Lab
    განათლება
    გენერალური დირექტორი
    გია მურღულია
    გივი გუნცაძე
    დაწყებითი კლასები
    დირექტორი
    თავისუფალი განათლება
    მიმართვა მშობლებს
    სკოლამდელი აღზრდა
    სკოლა ჰამილტონი
    ღია კარის დღე
    ჯადოსნური ლაბორატორია

    RSS Feed

გამსახურდიას (პეკინის) გამზ. 34

2 37 63 03

  • სკოლის შესახებ
    • ლოგოსი
    • დირექტორის მიმართვა
    • მისია
  • მიღება
  • აკადემიური
    • სკოლამდელი განათლება
    • სასკოლო განათლება
    • საათობრივი ბადე
    • კურსები
  • სიახლეები
  • გალერეა
  • კონტაქტი