გია მურღულია
|
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი; ფილოლოგიის დოქტორი; თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორი; ჟურნალების “ქართული სიტყვის” და “სკოლის მართვის” მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს შემდეგი წიგნები: “ფიქრი განათლებაზე”, “დავითიანის მხატვრულ სახეთა სისტემა”, “საუბრები ძველ ქართულ ლიტერატურაზე” და პიესა “ღია გაკვეთილი”. საავტორო პროექტები – მსოფლიოს რჩეული მოთხრობების ექვსტომეულის გამოცემა; “სიბრძნე მინიატურაში” – მსოფლიოს ძველი და ახალი ფილოსოფიური იგავების გამოცემა; მსოფლიოს და ქართული ლიტერატურული შედევრების მოკლე შინაარსების გამოცემა; სერიის “ქართველი მწერლები სკოლაში” (20 წიგნი) გამოცემა. ის ავტორია შემდეგი სასკოლო პროექტების: გოგი დოლიძის სახელობის ქართული სიმღერის ფესტივალი; “ვწერ თავისუფალ თემას”; კონკურსი “წარმოგიდგენთ საქართველოს”. გია მურღულია არის განათლების ლიდერთა ლიგის, პარტნიორ სკოლათა კავშირის, დავით გურამიშვილის საზოგადოებისა და დავით გურამიშვილის საპრემიო კომიტეტის თავმჯდომარე; რუსეთის პედაგოგიურ და სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.
|